ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევნის პოლიციის ცნობით, ამბოხებულებმა სასწრაფოს თანამშრომლები მძევლად აიყვანეს

27 ივლისი, 2016 • 1706
ერევნის პოლიციის ცნობით, ამბოხებულებმა სასწრაფოს თანამშრომლები მძევლად აიყვანეს

სომხეთის პოლიციის პრესსამსახურის უფროსის, აშოტ აგარონიანის განცხადებით, პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელმაც 2016 წლის 17 მაისს ერევნის პოლიციის ერთ-ერთი შენობა დაიკავა, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა მძევლად აიყვანა.

“ამ ღამით აღნიშნულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციის შენობასთან ორი დაჭრილია. პოლიციას დახმარებაზე უარი უთხრეს და ადგილზე ექიმის მიყვანა მოითხოვეს. მისული ექიმები კი მძევლად აიყვანეს. სამართალდამცავები ექიმების გათავისუფლების მიზნით მოლაპარაკებებს მართავენ”, – აცხადებს პოლიციის პრესსამსახურის უფროსი.

27 ივლისის ღამეს, მოძრაობა “სასნა ცრერ”-ის მიერ 2016 წლის 17 ივლისს დაკავებული ერევნის პოლიციის ერთ-ერთ გაყოფილებასთან გამართულ აქციაზე სროლის შედეგად დაჭრილია პოლიციელი, ასევე, მოძრაობა “სასნა ცრერ”-ის წევრები, პაველ მანუკიანი და მისი შვილი არამ მანუკიანი. სამივე მათგანი საავადმყოფოშია. 17 ივლისის დილას შეიარაღებული პირები პოლიტიკური მოძრაობიდან “დამფუძნებელი პარლამენტი” ერევანში ერბუნის რაიონში პოლიციის შენობას თავს დაესხნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ბოლო დროს დაკავებული კონკრეტული პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება სურთ. მათ მძევლად რამდენიმე პოლიციელი აიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთი, ამავე პოლკის მეთაური არტურ ვანოიანი დაიღუპა. ოთხი პოლიციელი და ერთი თავდამსხმელი კი დაიჭრა. 17 ივლისის შემდეგ პოლიციის განყოფილებასთან პოლიტიკური მოძრაობის მხარდამჭერთა აქციებიც დაიწყო. 20 ივლისს პოლიციამ დაშალა მოქალაქეების საპროტესტო აქცია ერევნის საპატრულო პოლიციის შენობასთან. მიტინგის დაშლის დროს 136 მოქალაქე დააკავეს. მაშინ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად დაშავდა დაახლოებით 45 ადამიანი, მათ შორის, 25 პოლიციელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი