ახალი ამბები

პრეზიდენტი და პირველი ლედი ოლიმპიელების ფორმით

26 ივლისი, 2016 • 2594
პრეზიდენტი და პირველი ლედი ოლიმპიელების ფორმით

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს, სადაც მას და პრეზიდენტს ოლიმპიელების ფორმა აცვიათ.

23 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ პარკში ოლიმპიური ფიცის დადებისა და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა, სადაც სპორტსმენები “სამოსელი პირველის” შეკერილი ტანსაცმლით წარდგნენ. სპორტსმენთა სამოსის დიზაინს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

ონლაინ-პეტიციას, რომლის ავტორიც საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის რიოში გამოსასვლელი ფორმის შეცვლას ითხოვს, ხელს 7000-ზე მეტი ადამიანი აწერს.

ფორმაზე მიმდინარე დისკუსიას 24 ივლისს  კომპანია “სამოსელი პირველი” გამოეხმაურა. სწორედ ამ კომპანიამ შეკერე ოლიმპიელების ფორმა:

“ოლიმპიური ნაკრების შესამოსელთან დაკავშირებით გავრცელდა აზრი რომ თითქოს ეს სამოსი ქართული ტრადიციისათვის უცხო შუა აზიური ორნამენტიკის და სტილისაა. ამასთან დაკავშირებირით გვინდა განვმარტოთ. სამწუხაროა რომ კომუნისტურმა ეპოქამ იმდენად დაგვაშორა მშობლიურ კულტურას რომ ქართული უკვე უცხოდ გვეჩვენება. ეს სამოსი მოსასხამი წარმოადგენს საქართველოში გვიან შუასაუკუნეებში გავრცელებულ ქალის შესამოსელს. მისი სახელია ელეგი. იგი უმეტესად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ელეგი იკერებოდა მაუდისაგან , აბრეშუმისაგან ან ხავედისაგან. ნაქარგი ორნამენტებით სამოსის კიდეზე და სახელოებზე. მუზეუმის საცავებში არაერთი საინტერესო ნიმუშია დაცული”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “სამოსელი პირველი ფეისბუკზე ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი