ახალი ამბები

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გურიაში

26 ივლისი, 2016 • 2208
ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გურიაში

დღეს, 26 ივლისს საქართველოს პრემიერ -მინისტრმა ოზურგეთში წარადგინა გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.

ოზურგეთი – არჩილ თალაკვაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ჩოხატაურსა და ლანჩხუთში – თემურ ჭკუასელი, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი.

“არჩილ თალაკვაძე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული, ახალი სახეა. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ არჩილზე. ამჟამად იგი გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ეს არის მოტივირებული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავისი ნიჭით და განთლებით უკვე მიაღწია წარმატებებს. ის აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ქართულ პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, რომ ოზურგეთელები იამაყებთ თქვენი მაჟორიტარით. ბატონი თემური პარლამენტის წევრია. ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ჩოხატაურელები და ლანჩხუთელები გამოუცხადებთ მას ნდობას და მხარს დაუჭერთ მის კანდიდატურას,”-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი