ახალი ამბები

გირჩი: წინააღმდეგობის მიუხედავად დაკავებულს ნარკოტესტირების გავლას სთხოვენ

26 ივლისი, 2016 • 1174
გირჩი: წინააღმდეგობის მიუხედავად დაკავებულს ნარკოტესტირების გავლას სთხოვენ

“პოლიტიკური ცენტრი – გირჩის’ წევრის, გუგა ჩაფიძის მიერ გავცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს 26 ივლისს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთ-ერთი კაფედან სამართალდამცავებმა პირი ნარკოტესტირების ჩასატარებლად განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავებულმა ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადა, თუმცა ის ამ დრომდე დიღომში, ჩალაძის ქუჩაზე ნარკოლოგიურ განყოფილებაში რჩება. დაკავებულს აქვს უფლება უარი განაცხადოს ნარკოშემოწმების გავლაზე.

როგორც განყოფილების თანამშრომლები დაკავებულის მეგობრებთან საუბარში აცხადებენ, ისინი პირის 12 საათით ნარკოლოგიურში დატოვებას გეგმავენ, რადგან შესაძლოა მან მე-11 საათზე გადაწყვიტოს ბიოლოგიური მასალის ჩაბარება.

როგორც გუგა ჩაფიძე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, პირი ტესტირებისათვის ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ დააკავეს. პირველ ჯერზე მას ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არ დაუდგინდა. დაკავების მიზეზად კი ოპერატიული ცნობა სახელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი