ახალი ამბები

საფრანგეთის ქალაქ რუენში ორმა მამაკაცმა მღვდელი და ორი მონაზონი მძევლად აიყვანა

26 ივლისი, 2016 • 1501
საფრანგეთის ქალაქ რუენში ორმა მამაკაცმა მღვდელი და ორი მონაზონი მძევლად აიყვანა

ბიბისისა” და “როიტერსის” ინფორმაციით, 26 ივლისს დანებით შეიარაღებულმა ორმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა საფრანგეთის ჩრდილოეთით, ქალაქ რუენის ერთ-ერთ ეკლესიაში. პოლიციის განცხადებით, ორივე მათგანი ადგილზე მოკლეს. ასევე გარდაიცვალა ერთი მძევალიც.

როგორც “როიტერსს” წყარომ უთხრა, გამტაცებლებმა მძევლად 4-დან 6 ადამიანამდე აიყვანეს. როიტერსის ცნობით, მძევლებს შორის არის მღვდელი და ორი მონაზონი.

“ბიბისის” ცნობით, ფრანგულ ტელევიზიაში გადმოსცეს, რომ ეკლესიის მახლობლად რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. პოლიცია და სასწრაფო დახმარება ადგილზე არიან.

“როიტერსის” ინფორმაციით, ამ დროისათვის სიტუაცია განეიტრალებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი