ახალი ამბები

ვოლსკი პრეზიდენტზე: პაპუაშვილის მწუხარების გაზიარებასავით გამოვიდა

26 ივლისი, 2016 • 1026
ვოლსკი პრეზიდენტზე: პაპუაშვილის მწუხარების გაზიარებასავით გამოვიდა

“ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, გია ვოლსკით შეფასებით, ზეწოლის მცდელობის შესახებ  პრეზიდენტის განცხადება დაუფიქრებელი და თანამდებობისთვის შეუფერებელია.

გია ვოლსკის თქმით, გიორგი პაპუაშვილის უადგილო და პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე ზეწოლის შესახებ პრეზიდენტმა დაუფიქრებელი და თანამდებობისთვის შეუფერებელი განცხადებით გამოეხმაურა:

“მწუხარების გაზიარებასავით გამოვიდა.  კი, ბატონო თქვენ გაშანტაჟებენ და იცით რა, ჩემზეც არის შანტაჟი. ერთი თვის წინ მის ოჯახთან დაახლოებული პიროვნება გაჩხრიკეს თურმე და ამას ასაბუთებს. პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუფარებელი განცხადებაა. გიდასტურებთ, მართლაც იყო ჩხრეკა, მაგრამ რა შუაშია პრეზიდენტი? ”

ვოლსკის სიტყვებით,  ჩხრეკის შედეგად საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს და პრეზიდენტის ახლობლის  სისხლის სამართლებრივი პაუსიხსმგებლობის საკითხი არ დამდგარა:

“იქნებ წავიდა ის დრო, როცა ფაქტების მოპოვება ძალიან ადვილი იყო? ყუმბარმტყორცნებს პოულობდნენ ბავშვების ლოგინში. იქნებ ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და იქნებ ამ განცხადებას უფრო მეტი საფუძველი აქვს? აქედან გამომდიანრე, პრეზიდენტი უფრო ფართოდ უნდა განიხილავდეს შექმნილ სიტუაციას, განსაკუთრებით თუ ეს საკონსტიტუციო სასამარტლოს განცხადებებს ეხება,”- აღნიშნავს ვოლსკი.

გუშინ პრეზიდენტმა ტელევიზიით საჯაროდ განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცველთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლის მცდელობის ფაქტს, რაც გამოიხატა მინდია გოგოჭურის მიმართ, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების წარმოებაში.

21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

ზეწოლის შესახებ განცხადებებზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი