ახალი ამბებიხელოვნება

ლაბორატორიის დასკვნით, გრაკლიანზე ნაპოვნი წარწერა ძვ.წ XI-X საუკუნეებს მიეკუთვნება

25 ივლისი, 2016 • 3365
ლაბორატორიის დასკვნით, გრაკლიანზე ნაპოვნი წარწერა ძვ.წ XI-X საუკუნეებს მიეკუთვნება

უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა, რომელიც გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლის კვლევის პროცესში აღმოაჩინეს, მაიამის ბეტა ლაბორატორიამ ძვ.წ XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა, რამაც არქეოლოგთა თქმით შესაძლოა მსოფლიო დამწერლობის ისტორია შეცვალოს.

როგორც არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორ ვახტან ლიჩელი ამბობს, საქართველოში დამწერლობის გამოყენების 3000 წლის დამადასტურებელი წარწერა, კიდევ რამდენიმე ეტაპზე უნდა გადამოწმდეს, თუმცა პირველ ეტაპზე უკვე ნათელია, რომ წარწერა უძველესია.

“მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტ ლაბორატორიაში გადამოწმდება თარიღის შესახებ ინფრომაცია, უფრო უკეთესი იქნება. ამ ეტაპზე, მივიღეთ ასეთი დასკვნა, რომ წარწერა არის დაახლოებით 3000 წლის წინ შესრულებული,” – ამბობს ვახტანგ ლიჩელი.

გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს გამოვლინდა.

2014 წელს დაიწყო მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოები. 2015 წელს საიტზე აღდგა ერთ-ერთი ნაგებობა. აღმოჩნდა ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა. გრაკლიანის გორას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და საქართველოს მთავრობის მიერ განესაზღვრა ეროვნული კატეგორია.

გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი