ახალი ამბები

ვარშალომიძე: რა შედეგიც არ უნდა დადგეს, აუცილებლად ავაშენებთ სოციალურ სახლებს

25 ივლისი, 2016 • 1362
ვარშალომიძე: რა შედეგიც არ უნდა დადგეს, აუცილებლად ავაშენებთ სოციალურ სახლებს

აუდიტის სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ, ლევან ვარშალომიძეს ენმ-ს მხარდამჭერები ოვაციებითა და გამამხნევებელი შეძახილებით დახვდნენ.

ვარშალომიძის თქმით, აუდიტის სამსახურს მთავარი კითხვა პროექტების დაფინანსების წყაროებზე ჰქონდა – თუ როგორ დაფინანსდება ეს პროექტი. როგორც ენმ-ის წევრი ამბობს, მან აუდიტის სამსახურს მოუტანა ყველა ის საბუთი, თუ რის გაკეთებას აპირებს და როგორ განახორციელებს პროექტებს.

“ეს პროექტი განხორცილდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე, მოვიზიდავთ მრავალ დონორ საერთაშორისო ორგანიზაციას. მთავარი მესიჯი ჩემი დაბარების იყო ის, რომ მთავრობას არ უნდა ამ პროექტის განხორციელება. მე ვპირდები აჭარის მოსახლეობას – რა შედეგიც არ უნდა დადგეს, აუცილებლად ავაშენებთ სოციალურ სახლებს.”

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ზურაბ აზნაურაშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადების მერე დაინტერესდნენ და თხოვნით მიმართეს ვარშლომიძეს, მისულიყო კითხვებზე საპასუხოდ. მისი თქმით, ვარშალომიძეს ამ საკითხის შესახებ ყველაფერი დეტალურად გამოკითხეს და აპირებენ კონტრაქტზე ხელმომწერი პირებიც გამოკითხონ.

კითხვაზე, შეიძლება დაიბარონ თუ არა აუდიტის სამსახურში გიორგი კვირიკაშვილი, ზურაბ აზნაურაშვილი პასუხობს, რომ აუცილებლად შეისწავლიან პრემიერის განკარგულებასაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი