ახალი ამბები

თბილისის ოპერის თეატრის თანამშრომლების აქცია სამხატვრო ხელმძღვანელის გადაყენების მოთხოვნით

25 ივლისი, 2016 • 1216
თბილისის ოპერის თეატრის თანამშრომლების აქცია სამხატვრო ხელმძღვანელის გადაყენების მოთხოვნით

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ოპერისა და ბალეტის თეატრის დასისა და ორკესტრის წევრები, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელოს დავით კინწურაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ.

როგორც ისინი აცხადებენ, დასის 170-მა წევრმა სამინისტროში რამდენიმე დღის წინ შეიტანა განცხადება ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, თუმცა განცხადებას სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

ასევე, კინწურაშვილმა გამოაქვეყნა საპასუხო წერილი,რომელში მოყვანილო ფაქტებიც აქციის მონაწილეთა თქმით სიცრუეა.

ისინი პერმამენტული სახის აქციების გამართვას გეგმავენ.

კულტურის მინისტრის მოადგილის მანანა ბერიკაშვილის განცხადებით, იმისათვის რომ ოპერის თეატრში მომდინარე მოვლენები სამინისტრომ შეისწავლოს და შემდეგი ნაბიჯები გადადგას, საჭიროა ორივე მხარემ დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია. სამინისტროში უკვე შევიდა დავით კინწურაშვილის პასუხი დასის წევრების ბრალდებებზე. რაც შეეხება დასის წევრების მიერ რამდენიმე დღის წინ სამინისტროში შეგზავნილ წერილს სამხატვრო ხელმძღვანელის გადაყენების მოთხოვნით, მას თან ერთვოდა 170-მდე ოპერის თანამშრომლის ხელმოწერა, რომელიც საინდეტიფიკაციოდ კვლავ უკან გაეგზავნათ დასის წევრევს. ეკა გელაშვილს, რომელსაც ეს წერილი თავიდან უნდა მოემზადებინა და დაებრუნებინა სამინისტროში, ეს ამ დრომდე არ გაუკეთებია. რაც არ იცოდნენ თავად დღეს, სამინიატროსთან აქციაზე შეკრებილებმა. ისინი ახლა ელოდებიან გელაშვილს, რომელმაც წერილი უნდა მოიტანოს და ჯერ დაშლას არ გეგმავენ. სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ რა შეიძლება იყოს მათი შემდეგი ნაბიჯები, თუმცა თეატრში საგამოძიებო სტრუქტურების შესვლას არ გამორიცხავენ.

თავად მანანა ბერიკაშვილი აქციის მონაწილეებთან შეხვედრას არ გეგმავს, რადგან როგორც თავად აცხადებს, ის უკვე ბევრჯერ შეხვდა მათ ოპერაში და იცის მათი მოთხოვნების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი