ახალი ამბები

სროლა ფლორიდის ღამის კლუბში, არის მსხვერპლი

25 ივლისი, 2016 • 1063
სროლა ფლორიდის ღამის კლუბში, არის მსხვერპლი

აშშ-ში, ფლორიდაში, ფორტ მეიერის ღამის კლუბში სროლის შედეგად  ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა, ამ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელევს ადგილობრივი პოლიციის კაპიტნის ცნობებზე დაყრდნობით. სროლა იყო ღამის კლუბის ავტოსადგომზე.

CNN-ის ინფორმაციით, პოლიციას არ გაუვრცელებია ცნობა, თუ რამდენჯერ მოხდა გასროლა, თუმცა ყვითელი ნიშნებით სამართალდამცავებს 30 ადგილი აქვთ მონიშნული.

BBC-ის ცნობით, ღამის კლუბი მასპინძლობდა თინეიჯერების წვეულებას, თუმცა ჯერ მსხვერპლთა იდენტიფიცირება არ მომხდარა.

პოლიციის ცნობით, ჯერ უცნობია, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო თავდასხმის მოტივი.

ფლორიდის ღამის კლუბში სროლას ექვსი კვირის წინ წინ უძღოდა ორლანდოში ღამის კლუბში სროლა, როდესაც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა პირმა 49 ადამიანი მოკლა. ეს შემთხვევა, რომელიც 12 ივნისს მოხდა, მიიჩნევა აშშ-ს ბოლოდროინდელ ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ შეიარაღებულ თავდასხმად.

მასალების გადაბეჭდვის წესი