ახალი ამბები

რუსეთი რიოს ოლიმპიადაზე საყოველთაო სანქციას გადაურჩა

24 ივლისი, 2016 • 1175
რუსეთი რიოს ოლიმპიადაზე საყოველთაო სანქციას გადაურჩა

რუსეთის ფედერაციის ნაკრები რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე საყოველთაო აკრძალვას გადაურჩა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, ყველა სპორტული ფედერაცია თავისი იურისდიქციის ფარგლებში შეამოწმებს რუსეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენების დოპინგის მონაცემებს.

ოლიმპიადიდან რუსეთის ნაკრების მოხსნის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მსოფლიოს ანტი-დოპინგური სააგენტოს მიერ წარმოებულმაკვლევამ “აღმოაჩინა იმის მტკიცებულებები, რომ რუსეთში სპორტსმენების მიერ დოპინგის მიღებას სახელმწიფო პროგრამა უწყობდა ხელს”.

თუმცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თავი შეიკავა კოლექტიური სანქციისაგან და ყველა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციას , რომელიც “რუსეთის წარმომადგნელების ქმედებების გამო დაზარალდა”, თვითონ მოუწოდა აქტივობებისკენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი