ახალი ამბები

ქართულ და აზერბიჯანულ მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

6 მარტი, 2012 • • 1318
ქართულ და აზერბიჯანულ მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, 6 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას ილხამ ალიევს ბაქოში შეხვდა.  

შეხვედრის დროს პრეზიდენტებმა კმაყოფილება გამოთქვეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სხვადასხვა სფეროებში განვითარების შესახებ. პრეზიდენტებმა დასძინეს, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
ორმა ლიდერმა გამოთქვა რწმენა, რომ  აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობები გააგრძელებს განვითარებას.

მათ ასევე განიხილეს ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები.

დღევანდელი პრეზიდენტებს შორის გაფართოებული შეხვედრის შემდეგ ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის გაიმართა ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია.

აზერაბაიჯანული სააგენტოების ინფორმაციით, გაფორმდა მემორანდუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტატისტიკის სახელმწიფო კომისიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

აღნიშნულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ არიფ ველიევმა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ.

ასევე მხარეებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა აზად რაიმოვმა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი