ახალი ამბები

თავდასხმა მიუნხენში: მოკლულია რვა ადამიანი, პოლიცია თავდამსხმელებს ეძებს

23 ივლისი, 2016 • 1524
თავდასხმა მიუნხენში: მოკლულია რვა ადამიანი, პოლიცია თავდამსხმელებს ეძებს

მიუნხენის პოლიციის მონაცემებით, სულ ცოტა ცხრა ადამიანი დაიღუპა 22 ივლისს სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად. პოლიციამ თავდასხმა უკვე შეაფასა, როგორც “ტერორი”.

ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

გერმანიის პოლიცია სულ ცოტა სამ თავდასხმელის დასაკავებლად ძებნის მასშტაბურ ოპერაციას ატარებს.

თავდამსხმელებმა, რომლებიც, თვითმხილველების თქმით, სამნი იყვნენ, მიუნხენის სავაჭრო ცენტრში ადგილობრივი დროით დაახლოებით 18.00 საათზე სროლა დაიწყეს.

გერმანული მედიის ცნობით, სროლები იყო როგორც უშუალოდ სავაჭრო ცენტრში, ასევე შენობის წინ. ჯერჯერობით არ ვრცელდება ცნობები დაშავებულთა რაოდენობის შესახებ.

მიუნხენში სანაგებო ვითარებაა გამოცხადებული – შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, პოლიცია მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

epa05437089 Special police forces approach the scene of a shooting at the Olympia shopping centre in Munich, Germany, 22 July 2016. Several people were reported dead and several more injured after a shooting spree in Munich's Olympia shopping centre. Public transport was brought to a halt as the search for the gunman is underway. EPA/FELIX HOERHAGER

EPA/FELIX HOERHAGER

თავდასხმის გამო გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა შეწყვიტა შვებულება.

ბიბისის ცნობით, ჩეხეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები გერმანიის საზღვართან.

მასალების გადაბეჭდვის წესი