ახალი ამბები

სროლა მიუნხენის სავაჭრო ცენტრში – სავარაუდოდ არიან დაღუპულებიც

22 ივლისი, 2016 • 1471
სროლა მიუნხენის სავაჭრო ცენტრში – სავარაუდოდ არიან დაღუპულებიც

მიუნხენის სავაჭრო ცენტრში [OEZ shopping center] ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს. ბი-ბი-სის ცნობით, ამ დროისთვის (20;40) პოლიცია ადგილზე სპეცოპერაციას ატარებს.

Sueddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი მოკლეს. გერმანულ პრესაში გავრცელებული ცნობით, საუბარია მხოლოდ ერთ თავდამსხმელზე, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნა ცეცხლი. სპეცოპერაციაში მონაწილეობს ვერტმფრენებიც.

OEZ შოპინგ ცენტრი მიუნხენში, სადაც თავდასხმა განხორციელდა © გუგლ მეპს

OEZ შოპინგ ცენტრი მიუნხენში, სადაც თავდასხმა განხორციელდა © გუგლ მეპს

ბი-ბი-სის ცნობით, მას შემდეგ, რაც გერმანიაში სამგზავრო მატარებელში ნაჯახით შეიარაღებული პირი ხუთ ადამიანს დაესხა თავს, პოლიცია მობილიზებული იყო და მოსახლეობას თავდასხმის შესაძლო განმეორების თაობაზე აფრთხილებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი