ახალი ამბები

ქართული ყველის ფესტივალი მცხეთაში გაიმართება

22 ივლისი, 2016 • 1422
ქართული ყველის ფესტივალი მცხეთაში გაიმართება

24 ივლისს მცხეთაში „ქართული ყველის ფესტივალი–2016“ გაიმართება. ფესტივალზე საკუთარი პროდუქციით წარმოდგენილი იქნება მცხეთა–მთიანეთის ყველა მუნიციპალიტეტი. ფესტივალზე მიწვეულნი არიან ასევე სტუმრები სხვა რეგიონებიდან, რომლებიც საკუთარ ნაწარმს მცხეთაში ჩასულ სტუმრებს შესთავაზებენ.

გარდა ამისა, მთელი დღის მანძილზე დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მოწყობა, რომელიც სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და ადგილზე შეიძინონ წარმოდგენილი პროდუქცია. ასევე, საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ და მონაწილეობა მიიღონ ყველის და დამბალ ხაჭოს მომზადების პროცესში.

ღონისძიება ოფიციალურად 12.00 საათზე გაიხსნება და მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი