ახალი ამბები

თიბისი ბანკის ანაბრების კამპანია გრძელდება

6 მარტი, 2012 • 1255
თიბისი ბანკის ანაბრების კამპანია გრძელდება

თიბისი ბანკი იწყებს დეპოზიტების მორიგ, მეორე კამპანიას. კამპანიის ფარგლებში ყველა მეანაბრე, ვინც 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით გახსნის „ვადიან“ ან „ვადიან+“ ანაბარს თიბისი ბანკში, მიიღებს +1% სარგებელს და ჩაერთვება სახალისო თამაშში; ამ თამაშში გამარჯვების შემთხვევაში კი მიიღებს დამატებით მაქსიმუმ 1.5%–ს და სიურპრიზს.

თამაშის მთავარი გმირი კვლავ ედმონდ აბაშიძეა- თიბისი ბანკის გასული წლის წარმატებული აქციების “იპოვე $10.000” და “მოიგე $20.000” მთავარი გმირი.
თამაშის საშუალებით თიბისი ბანკის მეანაბრეები ედმონდ აბაშიძის თავგადასავლების თანამონაწილეები ხდებიან. ახალი თამაშის ისტორიაც ედმონდის ბებიის დღიურს უკავშირდება, რომელიც მან თავისი წინაპრების სახლში იპოვა. დღიურიდან ირკვევა, რომ ედმონდის ბებიას განძი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აქვს დამალული. თითოეული განძის პოვნას თითო თვე სჭირდება. თებერვლის თამაშის მსგავსად, ამჯერადაც ედმონდი მეანაბრეებს სთავაზობს, ჩაერთონ ახალ თამაშში, დაეხმარონ განძის პოვნაში და მიიღონ საჩუქარი, რომელიც მარტის თვეშია დაწესებული.

თებერვლის დეპოზიტების თამაშისგან განსხვავებით, მარტის დეპოზიტების თამაშში მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი, ანუ რა დროში გაივლის მეანაბრე თამაშის თითოეულ ეტაპს. დეპოზიტარს თითო ეტაპზე შეუძლია მოიპოვოს მაქსიმუმ 0.5%. თამაში 3– ეტაპიანია, ანუ ჯამში, თამაშის საშუალებით მეანაბრეს მაქსიმუმ 1.5%-ის მოპოვება შეუძლია.

თამაში გაიმართება ვებ-გვერდზე www.tbcdeposits.ge . მეანაბრე ანაბრის გახსნისთანავე მიიღებს ედმონდის წერილს, რომელშიც მითითებული იქნება მისი პირადი კოდი. სწორედ ამ კოდის საშუალებით უნდა შევიდეს იგი ვებ-გვერდზე და ითამაშოს.

კამპანია ერთწლიანია. ყოველი თვის დასაწყისში ედმონდ აბაშიძე მეანაბრეებს ახალ თამაშს შესთავაზებს და საჩუქრებიც შესაბამისად სხვადასხვა იქნება.

დეპოზიტების კამპანიის ფარგლებში პირველი თამაში თებერვლის დასაწყისში გაიმართა. ედმონდის თამაშში თებერვლის დეპოზიტარების 40 % ჩაერთო – მათგან ნახევარმა მოიგო და გახდა +1%-ის, ანუ ჯამში, +2 პროცენტის მფლობელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი