ახალი ამბები

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი ავარიაში მოჰყვა

21 ივლისი, 2016 • 4328
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი ავარიაში მოჰყვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი ქუთაისის შემოვლით გზაზე ავარიაში მოჰყვა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის გამოძახებების მართვის ხარისხისა და სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ოთხმა მრავლობითი ტრავმა მიიღო, მათ შორის მერაბ კვირიკაშვილმა და მისმა მეუღლემ.

“ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. 5 სასწრაფოს ეკიპაჟი იყო შემთხვევის ადგილზე გაგზავნილი.  სამი გარდაცვლილი არის, ერთი მამაკაცი და ორი ქალბატონი და ოთხი ადამიანი არის დაშავებული, რომელთაგან ერთ-ერთი მერაბ კვირიკაშვილია,  რომელიც ქუთაისში გადავიყვანეთ. ასევე, დანარჩენი დაზარალებული მრავლობითი ტრავმებით გადაყვანილი არიან ქუთაისისა და სამტრედიის საავადმყოფოებში. ერთ-ერთი არის მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე,”- ამბობს ამირან გოგიტიძე.

ქუთაისის საავადმყოფოს მორიგე ამბობს, რომ მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა მძიმეა:

“მძიმე მდგომარეობაშია. მეტს ვერაფერს ამბობენ ექიმები.”

მასალების გადაბეჭდვის წესი