ახალი ამბები

BBC: რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ტერაქტები იგეგმებოდა

21 ივლისი, 2016 • 1242
BBC: რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ტერაქტები იგეგმებოდა

BBC-ის ცნობით, ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ 10-წევრიანი ჯგუფი დააკავა, რომელიც რიოს ოლიმპიადაზე ტერაქტებს გეგმავდა.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაკავებულები ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს წევრები არ არიან, თუმცა მათთან დაკავშირებას ცდილობდნენ.

ტერაქტების დასაგეგმად დაკავებულები ბრაზილიაში ოლიმპიადის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ჩავიდნენ. სპეცოპერაცია ბრაზილიის სამხრეთ შტატში, პარანაში ჩატარდა.  მომხდართან დაკავშირებით ბრაზიალიაში სახელმწიფო უსაფრთხოების საგანგებო სხდომა გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი