ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

5 მარტი, 2012 • 923
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გამოეხმაურნენ.

მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის თქმით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი მოულოდნელი არ არის არავისთვის, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

კალანდაძე სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ვლადიმერ პუტინი ბრუნდება პრეზიდენტად.

ეს იმას ნიშნავს, რომ რომ რუსეთს განვითარების ძალიან დაბალი პერსპექტივა გააჩნია. ქართულ მხარეს არა აქვს ილუზია, რომ მის საგარეო ურთიერთობებშიც რაიმე შეიცვლება.

“რაიმე დამატებითი ილუზია არ გვაქვს იმის თაობაზე, რომ პუტინის ხელახლა გაპრეზიდენტების პირობებში მან დემოკრატიზაციის ახალი ტალღა წამოიწყოს. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით პუტინის პოლიტიკა ცალსახად არის დეკლარირებული, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ დამოკიდებულებას. ჩვენთვის ეს სიახლეს არ წარმოადგენს. მთავარი ის არის, რომ განურჩევლად იმისა, შეცვლის თუ არა პუტინი თავის პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, საერთაშორისო თნამეგობრობის ზეწოლა მაინც გამოიღებს შედეგს ადრე თუ გვიან” –აღნიშნა კალანდაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი