ახალი ამბები

დღეიდან აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეები ჩატარდება

5 მარტი, 2012 • 928
დღეიდან აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეები ჩატარდება

5 მარტიდან ეროვნული გამოცდების ცენტრის ოფისში სისტემატურად ჩატარდება ღია კარის დღეები მოსწავლეების, აბიტურიენტების, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეთათვის.

ღია კარის დღეზე დასწრების მსურველები ინტერნეტით გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) უნდა დარეგისტრირდნენ, რეგისტრაციისას კი მათთვის სასურველი თარიღი აირჩიონ. ყველა მონაწილე დადასტურებას ელექტრონული ფოსტით მიიღებს.

“გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას, უშუალოდ შეხვდეს ცენტრის წარმომადგენლებს, საგნობრივი ჯგუფების ექსპერტებს და მათგან მიიღოს პასუხი საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე,”-აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მასალების გადაბეჭდვის წესი