ახალი ამბები

თურქეთში 3 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

21 ივლისი, 2016 • 1202
თურქეთში 3 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქვეყანაში 3 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც ერდოღანმა ტელევიზიით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოსთან შეთანხმებით იქნა მიღებული.

ერდოღანის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი საჭიროა იმისათვის, რომ “სწრაფად მოაშორონ იმ ტერორისტული ორგანიზაციის ელემენტები, რომელიც გადატრიალების მცდელობაში იყო ჩართული”.

“გავწმენდთ ჯარს ვირუსისგან”, – თქვა ერდოღანმა. მან ალ ჯაზირასთავი მიცემულ ინტერვიუში  გამოთქვა ეჭვი, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის პროცესი ქვეყანაში შესაძლოა ჯერ დასრულებული არ იყოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი