ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში აქციის დაშლის შედეგად 45 ადამიანი დაშავდა

21 ივლისი, 2016 • 1348
ერევანში აქციის დაშლის შედეგად 45 ადამიანი დაშავდა

ხუთშაბათს, დილით ადრე პოლიციამ დაშალა მოქალაქეების საპროტესტო აქცია ერევნის საპატრულო პოლიციის შენობასთან, სადაც უკვე რამდენიმე დღეა ოპოზიციურ რადიკალურ ჯგუფს მძევლად ჰყავს აყვანილი ადამიანები, მათ შორის პოლიციის მაღალჩინოსნები.

 

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად დაშავდა დაახლოებით 45 ადამიანი, მათ შორის 25 პოლიციელი. 18 ადამიანი სასწრაფომ მიიყვანა საავადმყოფოებში, ხოლო დანარჩენები თავად მივიდნენ.

რადიო თავისუფლების სომხეთის ბიუროს ცნობით, ორი ადამიანია დაჭრილი და ისინი რეანიმაციაში იმყოფებიან.

პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

ერევანი, 20 ივლისი, დაპირისპირება პოლიციის შენობასთან; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

ერევანი, 20 ივლისი, დაპირისპირება პოლიციის შენობასთან; ფოტო: მარუტ ვანიანი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი