ახალი ამბები

ქრთამის მიცემის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

21 ივლისი, 2016 • 1167
ქრთამის მიცემის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შსს-ის ცნობით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული ვეფხია შ. და 1971 წელს დაბადებული ბესიკ ბ. ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებს, უკანონოდ მოპოვებული და გადამუშავებული ხე-ტყის რეალიზაციისთვის სამსახურებრივი მფარველობის გაწევისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან თავის შეკავების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 200 ლარი შესთავაზეს.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი