ახალი ამბები

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა

5 მარტი, 2012 • 1010
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა

რუსეთის ფედერაციაში გუშინ, 4 მარტს გამართულ საპრეზინდეტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა დიდი სხვაობით გაიმარჯვა.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემით, მმართველი პარტიის, “ედინაია როსიას” წარმომადგენელმა ვლადიმერ პუტინმა ხმათა დაახლოებით 64 % მოიპოვა. მეორე ადგილზეა კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე გენადი ზიუგანოვი. მან ხმების 17 %-ზე ცოტა მეტი მოიპოვა. მესამე ადგილზე მიხეილ პროხოროვია 7,77 % – ით. სერგეი მირონოვმა და ვმადიმერ ჟირინოვსკიმ კი ხმათა 3, 84 % და 6, 23 % მოიპოვეს.

დამკვირვებლები არჩევნების პროცესში მრავალრიცხოვან დარღვევებზე საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი