აფიშაახალი ამბები

ცვლილება ჯაზ-ფესტივალზე: ბათუმში ჯეიმი კალუმის ნაცვლად ნიკ ვესტი იმღერებს

20 ივლისი, 2016 • 1452
ცვლილება ჯაზ-ფესტივალზე: ბათუმში ჯეიმი კალუმის ნაცვლად ნიკ ვესტი იმღერებს

ორგანიზატორთა ინფორმაციით, 22 ივლისს, ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში მომღერალ ჯეიმი კალუმის ნაცვლად კონცერტს ამერიკელი ბასისტი, კომპოზიტორი და მომღერალი – ნიკ ვესტი გამართავს.

როგორც ისინი აცხადებენ, ჯაზის და პოპის ცნობილი ინგლისელი შემსრულებელი ჯეიმი კალუმი ბათუმს თურქეთში მომხდარი უკანასკნელი მოვლენების გამო ვეღარ სტუმრობს. მომღერალი საქართველოს მოგვიანებით, 10 ნოემბერს, ამჯერად თბილისის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში ეწვევა. ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე მის ნაცვლად მსმენელის წინაშე საათნახევრიანი საკონცერტო პროგრამით არაორდინარული გარეგნობითა და საოცარი ექსპრესიით გამორჩეული ამერიკელი ბასისტი, კომპოზიტორი და მომღერალი ნიკ ვესტი წარდგება.

მას, ვინც ჯეიმი კალუმის კონცერტის ბილეთი უკვე შეიძინა, შეეძლებათ იმავე ბილეთით ნიკ ვესტის კონცერტზე დასწრება; ასევე მსმენელს ბილეთის უკან დაბრუნების საშუალება აქვს – გადახდილი თანხა სრულად ანაზღაურდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი