ახალი ამბები

პარლამენტში საშემოდგომო სესია 6 სექტემბერს გაიხსნება

20 ივლისი, 2016 • 1046
პარლამენტში საშემოდგომო სესია 6 სექტემბერს გაიხსნება

საშემოდგომო სესია პარლამენტში 6 სექტემბერს გაიხსნება, ხოლო 7 სექტემბერს პლენარული სხდომა გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, სექტემბრამდე რიგგარეშე სხდომის დანიშვნა მოსალოდნელი არ არის:

” რვა სექტემბრიდან ჩვენ ვიმყოფებით არჩევნებამდე ერთი თვის რეჟიმში. ამ პერიოდში პარლამენტი, როგორც წესი, არ მუშაობს პლენარული სხდომის რეჟიმში. ამიტომ შემდგომი სხდომები გვექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროებას დავინახავთ, მე ან პარლამენტის წევრთა ერთი მეოთხედი,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი