ახალი ამბები

პრეზიდენტმა მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტს თავიდან წარუდგინა

20 ივლისი, 2016 • 1097
პრეზიდენტმა  მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტს თავიდან წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი: თამარ ლალიაშვილი, ნონა თოდუა და ლევან ბოძაშვილი წარუდგინა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაარეგისტრირეს.

“საკითხი  მოსამზადებლად გადაეცათ კომიტეტებს, პოლიტიკურ ჯგუფებს შეუძლიათ შეხვდნენ კანდიდატებს. ორი კანდიდატი ადრე იყო წარმოდგენილი, შეხვედრები იყო, ხოლო  ერთი ახალი კანდიდატია. კარგი იქნება, თუ საკითხი მზად პლენარული სხდომის განხილვამდე, სექტემბრის დასაწყისამდე იქნება,”- განაცხადა უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

თამარ ლალიაშვილის და ნონა თოდუას კანდიდატურას პარლამენტმა 10 ივლისს მხარი არ დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი