ახალი ამბები

თურქეთის განათლების მინისტრმა 15,200 ადამიანი სამსახურიდან დაითხოვა

19 ივლისი, 2016 • 1328
თურქეთის განათლების მინისტრმა 15,200 ადამიანი სამსახურიდან დაითხოვა

თურქულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუზე” დაყრდნობით, AP ავრცელებს ინფორმაციას, რომ თურქეთის განათლების მინისტრმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობის ბრალდებით სამსახურიდან 15,200 ადამიანი დაითხოვა. როგორც მინისტრი აცხადებს, მათ წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება.

ასევე, საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ცნობით, თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭომ სახელმწიფო უმაღლესის სასწავლებლების რექტორების გადადგომა მოითხოვა.

თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ყოფილ იმამს, ამჟამად აშშ-ში მცხოვრებ ფეტულა გულენს სდებს ბრალს. მთავრობამ გულენთან კავშირში მყოფი 2700-მდე მოსამართლე და პროკურორი უკვე გაათავისუფლა თანამდებობებიდან. ასევე დაკავებულია 6000 სამხედრო პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი