ახალი ამბებიკინო

“რაჭა, ჩემო სიყვარულო 2” – საპარტნიორო ფონდი ფილმის ახალ ვერსიას დააფინანსებს

19 ივლისი, 2016 • 2435
“რაჭა, ჩემო სიყვარულო 2” – საპარტნიორო ფონდი ფილმის ახალ ვერსიას დააფინანსებს

როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე “ბიზნესკონქტთან” საუბარში აცხადებს, ფონდი ბრიტანულ-სლოვაკურ საინვესტიციო ფონდ InfraPartners Management-თან ერთად ქართული ფილმის “რაჭა, ჩემო სიყვარულო” ახალი ვერსიის გადაღებას დააფინანსებს.

“შევთანხმდით, რომ ჯანო კახიძის ბრწყინვალე მუსიკაზე დაწერილი ფილმის “რაჭა, ჩემო სიყვარულოს” 20 წლის შემდეგ, ახალი ვერსიის გადაღება დავაფინანსოთ. ამ თემაზე გვქონდა საუბარი და თითქმის შევთანხმდით კიდეც,” – აცხადებს საგანელიძე.

საპარტნიორო ფონდმა ბრიტანულ-სლოვაკურ საინვესტიციო ჯგუფ InfraPartners Management-თან (IPM) ურთიერთგაგების მემორანდუმი 13 ივლისს გააფორმა.

სს „საპარტნიორო ფონდი” არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაარსდა 2011 წელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი