ახალი ამბები

დეპუტატები, რომლებმაც ყველაზე მეტი სხდომა გააცდინეს

19 ივლისი, 2016 • 1589
დეპუტატები, რომლებმაც ყველაზე მეტი სხდომა გააცდინეს

2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის 25 ივნისამდე საქართველოს პარლამენტში 231 პლენარული და რიგგარეშე სხდომა ჩატარდა. ამ პერიოდში არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო პარლამენტის წევრთა ხელფასებიდან სულ დაკავებულია 15 827 ლარი.

სხდომების გამდენი ტოპ 25 დეპუტატიდან უმეტესობა “ნაციონალური მოძრაობის” წევრია, ასევე, ამავე პარტიის ყოფილი წევრები. გამცდენებიდან “ქართული ოცნების” წევრი მხოლოდ ერთი დეპუტატი, თედო ჯაფარიძეა, ხოლო “თავისუფალი დემოკრატებიდან”- ირაკლი ჩიქოვანი და ნინო გოგუაძე.  გთავაზობთ იმ 25 დეპუტატის სიას, რომლებმაც 231 სხდომიდან  ყველაზე მეტი გააცდინეს:

 

Create bar charts

2012-2016 წლის მონაცემები. წყარო : საქართველოს პარლამენტი

ასევე ყველაზე მეტი გაცდენა  აქვთ:

გიორგი კანდელაკი – 98 გაცდენა;  ხათუნა გოგორიშვილი- 96 გაცდენა; ზურაბ ჩილინგარაშვილი – 93 გაცდენა; თედო ჯაფარიძე – 93 გაცდენა; გიგი წერეთელი- 92 გაცდენა;  გიორგი კარბელაშვილი – 90 გაცდენა; ენზელ მკოიანი – 89 გაცდენა; გიორგი ღვინიაშვილი- 87 გაცდენა; ლევან ბეჟაშვილი – 86 გაცდენა; ლევან თარხნიშვილი – 86 გაცდენა; მიხეილ მაჭავარიანი  – 85 გაცდენა;  ირაკლი ჩიქოვანი – 85 გაცდენა; ნინო გოგუაძე – 82 გაცდენა.

პარლამენტის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, გაცდენებისთვის 2013 წელს 600 ლარი დაიქვითა, ხოლო 2014 წელს- 15 227 ლარი. რაც შეეხება 2015 და 2016 წლებს, ამ პერიოდში პარლამენტის წევრების მიერ პლენარული სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის თანხის დაქვითვა არ დაფიქსირებულა.

2012 ოქტომბრიდან 2016 წლის 25 ივნისამდე ყველაზე მეტი სხდომა [276] იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჩაატარა, ხოლო ყველაზე ნაკლები [87] -დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა.

კომიტეტების სხდომები

ჩატარებული საკომიტეტო სხდომებიდან საპატიო და არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი სხდომა გააცდინეს:

გიორგი ვაშაძე – 288 გაცდენა; პეტრე ცისკარიშვილი – 276 გაცდენა; აკაკი მინაშვილი – 237 გაცდენა; გიორგი ღვინიაშვილი – 233 გაცდენა; პაატა ლეჟავა – 216 გაცდენა; მარიამ საჯაია – 196 გაცდენა; კობა ნაყოფია – 191 გაცდენა; გიორგი წერეთელი – 184 გაცდენა; ზურაბ ჩილინგარაშვილი – 173 გაცდენა; კობა სუბელიანი – 158 გაცდენა; პავლე კუბლაშვილი – 154 გაცდენა; ნიკოლოზ ყიფშიძე – 150 გაცდენა;

ლევან ქარდავა – 147 გაცდენა; დავით ჭიჭინაძე – 146 გაცდენა; ზურაბ ჯაფარიძე – 143 გაცდენა; ზურაბ მელიქიშვილი – 137 გაცდენა; ნუგზარ წიკლაური – 137 გაცდენა; ჩიორა თაქთაქიშვილი – 133 გაცდენა; ტარიელ ლონდარიძე – 131 გაცდენა; დავით საყვარელიძე – 129 გაცდენა; მიხეილ მახარაძე – 128 გაცდენა; გოდერძი ბუკია – 124 გაცდენა; შალლვა შავგულიძე – 118 გაცდენა; გიორგი თევდორაძე – 114 გაცდენა; რამაზ ნიკოლაიშვილი – 109 გაცდენა.

გამცდენი დეპუტატების დიდი ნაწილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას კიდევ აპირებს, მაგალითად: დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი, ხათუნა გოგორიშვილი და სხვები  “ნაციონალური მოძრაობიდან”.   ისევე როგორც “თავისუფალი დემოკრატების”  სახელით, ნინო გოგუაძე და ირაკლი ჩიქოვანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი