ახალი ამბები

კერი: გულენის ექსტრადირებაზე თურქეთისაგან მოთხოვნა არ მიგვიღია

16 ივლისი, 2016 • 1444
კერი: გულენის ექსტრადირებაზე თურქეთისაგან მოთხოვნა არ მიგვიღია

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის უზენაესი სასამართლოს 10 მაღალჩინოსანი ამჟამად ამერიკის შეეერთებულ შტატებში მცხოვრებ მუსლიმ სასულიერო პირთან, ფეტულა გულენთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. გულენს თურქეთის პრეზიდენტი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ 15 ივლისს სტამბულსა და ანკარაში განვითარებული მოვლენების უკან სწორედ ის დგას.

სააგენტო ანადოლუს ინფორმაციით, დაკავების ორდერები გაიცა ასევე ადმინისტრაციული სასამართლოს 48 წევრსა და სააპელაციო სასამართლოს 140 წევრზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ  თურქეთის მასშტაბით იმავე ბრალდებით 2,745 მოსამართლე დაითხოვეს.

საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, ფეტულა გულენმა უარყო ერდოღანის ბრალდებები და მათ შეურაცხმყოფელი უწოდა.

ამერიკის შეერთებული შტატები კი ამ დროისათვის უარყოფს ინფორმაციას და აცხადებს, რომ თურქული მხარისაგან გულენის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვა არ მიუღიათ. თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს თურქეთის მთავრობას. მაგრამ, კერის განცხადებით, თურქეთმა ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ გულენი დამნაშავეა.

გაეცანით თურქეთში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი