ახალი ამბები

სტამბულში ჩასვლის შემდეგ ერდოღანმა პრესკონფერენცია გამართა

16 ივლისი, 2016 • 1423
სტამბულში ჩასვლის შემდეგ ერდოღანმა პრესკონფერენცია გამართა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაეპ ერდოღანი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა სტამბულში, პრესკონფერენციას მართავს. მისი თქმით, ყველანაირი სამხედრო შეიარაღებული გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობა განწირულია კრახისთვის.

ერდოღანმა განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან გადატრიალების მცდელობაში, შესაბამის საზღაურს გადაიხდიან და ეს გახდება მიზეზი იმისა, რომ ჩატარდეს წმენდა არმიაში.

პრეზიდენტის განცხადებით, მან პრემიერს დაავალა, რომ “გაანადგუროს” ისინი, ვინც საჰაერო სროლებს ახორციელებენ. მისივე თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ სად იმყოფება თურქეთის ჯარის მეთაური. თურქეთის პრეზიდენტი სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს ფეტულა გულენის მხარდამჭერებს.

მისივე თქმით, სასტუმრო სანაპიროზე, სადაც ის იმყოფებოდა, დაიბომბა მას შემდეგ, რაც მან იქაურობა დატოვა.

თურქეთის პრემიერის განცხადებით, 120–ზე მეტი ადამიანია დაპატიმრებული სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი