ახალი ამბები

აშშ-ის კონგრესის კომიტეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

15 ივლისი, 2016 • 1311
აშშ-ის კონგრესის კომიტეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის კონგრესის საგარეო ურიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას, საქართველოს ოკუპაციას და რუსეთის უწყვეტ უკანონო აქტივობებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს:
1. გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნებისა
2. თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტრიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს
3. შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ს:

1. განაცხადოს, რომ ის არ აღიარებს საქართველოს რომელიმე ნაწილზე რუსეთის მიერ გამოცხადებულ დე იურე და დე ფქტო სუვერენიტეტს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.
2. გააღრმავოს თანამშრომლობა საქრთველოსთან, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში საქართველოს წინსვლის საკითხის ჩათვლით.
3. გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება ერთობლივი სამხედრო წრთვნების ჩატარებისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნვეყოფის საშუალებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომდევნო ეტაპზე რეზოლუციას კენჭს უყრიან 2016 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ კონგრესის პლენარულ სხდომაზე, სადაც კონგრესმენთა უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში, რეზოლუცია საბოლოო სახით დამტკიცდება.

მათივე ცნობით, რეზოლუცია კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ტედ პომ და ჯერალდ კონოლიმ წარადგინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი