ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უკრაინა და აზერბაიჯანი სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

14 ივლისი, 2016 • 1184
უკრაინა და აზერბაიჯანი სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო apa.az-ს ცნობით, აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და პეტრო პოროშენკომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ერთობლივ სამომავალო პროექტებზე ისაუბრეს.

“ჩვენ ძალიან სერიოზულად განვიხილეთ ოდესა-ბროდის პროექტის რეალიზაცია, რამდენადაც აზერბაიჯანი ნავთობის დიდი მოცულობების ექსპორტს ახორციელებს ევროპულ ბაზარზე”, – განაცხადა ალიევმა.

მისივე განცხადებით, ორივე ქვეყანა დაინტერესებულია სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებით. ალიევის თქმით, ძალიან მნიშვნწლოვანია ერთობლივი საწარმო კომპლექსის შექმნა: კარგი შესაძლებლობებია როგორც მძიმე მრეწველობის, ასევე სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის.

პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მხარეებმა განიხილეს შესაძლებლობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ერთობლივი სამხედრო- სატრანსპორტო თვითმფრინავების «Ан-178» წარმოებაზე: ერთ ერთი პერსპექტიული პროექტი არის «Ан-178»-ის გაგზავნა აზერბაიჯანში და მომავალში ამ თვითმფრინავების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე წარმოება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი