ახალი ამბები

პეტიცია კოტე ჯაფარიძის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევიდა

14 ივლისი, 2016 • 1339
პეტიცია კოტე ჯაფარიძის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევიდა

დღეს “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსტრანტინე ჯაფარიძის შეწყალების მოთხოვნით განცხადება, პეტიცია და მოქალაქეთა ხელმოწერები შეიტანეს.

“იმედი გვაქვს, პრეზიდენტი გაითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნას, გამოიყენებს საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას და დაუბრუნებს კოტეს კუთვნილ თავისუფლებას,” – აცხადებენ მოძრაობაში.

ჯაფარიძის შეწყალების მოთხოვნით მოძრაობაში ხელმოწერების შეგროვება 24 ივნისს დაიწყო.

22 წლის კოტე ჯაფარიძე, რომელსაც მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის მინიმუმ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, დათანხმდა პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას. თუმცა, გაფორმებული საპროცესო შეთანხმების მიუხედავად, მსჯავრდებულს კვლავაც მოუწია ერთწლიანი იზოლაცია და მაღალი ჯარიმის, 25 000 ლარის გადახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი