ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონასთან სამხედრო წვრთნები დაიწყო

13 ივლისი, 2016 • 1046
აზერბაიჯანმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონასთან სამხედრო წვრთნები დაიწყო

მთიანი ყარაბაღის თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანის შეირაღებულმა ძალებმა დღეს, 13 ივლისს, ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან 30 კილომეტრში წვრთნები დაიწყო. ინფორმაციას კავკაზსკი უზელი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სომხურმა მხარემ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასწავლო სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები დააფიქსირა.

აღნიშნული წვრთნების შესახებ ოფიციალური განცხადება ან კომენტარი აზერბაიჯანის მხარეს არ გაუკეთებია.

აზერბაიჯანმა კონფლიქტის ზონასთან ახლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები 19-24 ივნისსაც გამართა, რასთან დაკავშირებითაც 21 ივნისს სომხურმა მხარემ სანკტ პეტერბურგში, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის დროს მღელვარება გამოხატა.

2016 წლის აპრილის დასაწყისში ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი