ახალი ამბები

ქალდანი მომხმარებლებს მოუწოდებს, ინტერნეტბანკის მონაცემები არავის გაუზიარონ

13 ივლისი, 2016 • 1309
ქალდანი მომხმარებლებს მოუწოდებს, ინტერნეტბანკის მონაცემები არავის გაუზიარონ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაიწყო ერთ-ერთი ონლაინსესხების გამცემი კომპანიის შემოწმება ინტერნეტბანკის მომხმარებელთა სახელისა და პაროლის შეგროვების ფაქტთან დაკავშირებით. ინსპექტირება მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, საქართველოს ბანკების ასოციაციისა და რამდენიმე ბანკის მომართვის შედეგად დაიწყო.

ინსპექტორის განცხადებით, სხვადასხვა ვებგვერდებზე ინტერნეტბანკის მონაცემთა შეყვანა ქმნის ფინანსურ ინფორმაციაზე არასანქცირებულ წვდომისა და ინტერნეტბანკის მეშვეობით არაავტორიზებული ოპერაციების განხორციელების მაღალ რისკს:

“უსაფრთხოების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ონლაინსესხებით მოსარგებლე პირებს ურჩევს, დეტალურად გაეცნონ მომსახურების პირობებს, გაანალიზონ ის რისკები, რაც ასეთი სახის პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას შეიძლება მოჰყვეს და თუკი უკვე აქვთ რომელიმე კომპანიისთვის მიწოდებული ინტერნეტბანკის პაროლი და მომხმარებლის სახელი, სასწრაფოდ შეცვალონ პაროლი.

ვინაიდან ამგვარი მონაცემების შეგროვების პრაქტიკას შესაძლოა სხვა კომპანიებშიც იყოს დანერგილი, მოვუწოდებთ მოქალაქეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, გვაცნობონ აღნიშნული ფაქტების შესახებ,”- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი