ახალი ამბები

ფონიჭალაში ქმარმა ცოლი მოკლა

13 ივლისი, 2016 • 1211
ფონიჭალაში ქმარმა ცოლი მოკლა

13 ივლისს, გამთენიისას ფონიჭალაში ქმარმა 20 წლის ცოლი მოკლა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე  დააკავა, გამოძიება 108-ე მუხლით [განზრახ მკვლელობა] მიმდინარეობს.

გამოძიების ცნობით, 26 წლის ნოვრაზ ა.-მ გამთენიისას სოფელ ფონიჭალაში ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს – 1996 წელს დაბადებულ კიუნაი ი.-ს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კიუნაი ი. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

“სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად. დაკავებული დანაშაულს აღიარებს,”- აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

გარდაცვლილის მეზობელი სიაუშევ კაშაევი “რუსთავი 2”-თან საუბრისას ამბობს, რომ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ქმარმა ცოლს სცემა. კაშაევის ინფორმაციით, მოძალადე ქმარი პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა და ხელწერილი დააწერინა, რის შემდეგაც განყოფიელბიდან გამოუშვეს. რამდენიმე საათში ნოვრაზ ა.-მ ცოლი მოკლა:

“ხელწერილი აიღეს და გამოუშვეს ბიჭი. ღამით შესულა გოგოს ოთახში და საწოლში მოუკლავს,”- ამბობს კაშაევი.

მასალების გადაბეჭდვის წესი