ახალი ამბები

ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტის წევრია

13 ივლისი, 2016 • 1585
ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტის წევრია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ოფიციალურად გოლდენ სტეიტ ვარიორსის წევრია. ამის შესახებ ამერიკულ პრესაში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია უკვე გავრცელდა, თუმცა დღეს ის კლუბმაც დაადასტურა.

ფაჩულია ახალ კლუბში 27-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. გოლდენ სტეიტი არ ავრცელებს ინფორმაციას ფაჩულიას ხელფასის შესახებ, თუმცა მანამდე ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობით, ფაჩულია, რომელიც გოლდენ სტეიტში დალასიდან გადადის, ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 2.9 მილიონს დოლარს მიიღებს.

გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია და ლიგის ფავორიტადაც განიხილება. ზაზა ფაჩულიას NBA არასდროს მოუგია. იგი ლიგაში უკვე 13 წელია თამაშობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი