ახალი ამბები

უსუფაშვილი: “ოცნების”, კვირიკაშვილის, ივანიშვილის პროდასავლურობაზე კითხვები არ მაქვს

12 ივლისი, 2016 • 1127
უსუფაშვილი: “ოცნების”, კვირიკაშვილის, ივანიშვილის პროდასავლურობაზე კითხვები არ მაქვს

“საარჩევნო კამპანიაში მწვავე დებატები გვექნება ნაციონალებთანაც, იქეთაც, აქეთაც და მათ შორის “ქართულ ოცნებასთანაც”. ძალიან ბევრ საკითხში იქ, სადაც კრიტიკას საფუძველი ექნება, მე კრიტიკული ვიქნები, მაგრამ რაც შეეხება პროდასავლურობას “ქართული ოცნების”, გიორგი კვირიკაშვილის, ბიძინა ივანიშვილის, იმ ხალხის, რომელსაც ვხედავ, რომ პარტიაში წინა პლანზე გამოდიან, მე არ მაქვს არანაირი კითხვის ნიშანი”, – ეს განცხადება რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა. მანამდე მან ხაზი გაუსვა იმ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თამაზ მეჭიაური თავის თანამოაზრეებთან ერთად, ხოლო მრეწველები ცალკე აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას.

“რაც შეეხება იმას, საკმარისია თუ არა ერთი რესპუბლიკური პარტია ან ქართული ოცნება ან თავისუფალი დემოკრატები იმ ამოცანების შესასრულებლად, რაც ქვეყანას უდგას წინ და არა ერთ რომელიმე პარტიას, აქ პასუხია შემდეგი: აუცილებელია, პროევროპული, დემოკრატიული ძალების კონსოლიდაცია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღმოჩნდება ისე, რომ რესპუბლიკელები ვიყავით ხელისუფლებაში, ხოლო თავისუფალი დემოკრატები ოპოზიციაში [როგორც ამ ორი წლის განმავლობაში], ამ კონკრეტულ საკითხში ჩვენ უმჭიდროვესი თანამშრომლობა გვქონდა ერთმანეთთან”, – თქვა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი