ახალი ამბები

კიკვიძის ბაღში აქცია გაიმართება

21 თებერვალი, 2012 • 1040
კიკვიძის ბაღში აქცია გაიმართება

კიკვიძის ბაღში ხეების გაჩეხვას მოსახლეობა დღეს, 16:00 საათზე გააპროტესტებს.

აქციის დასაგეგმად მოქალაქეები სოციალური ქსელებს იყენებენ.  მათი განცხადებით,  მიუხედავად იმისა, რომ ბაღში რამდენიმე ათეული ხე უკვე გაიჩეხა, ისინი მაინც გამოთქვამენ პროტესტს, რადგან  “ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქალაქში შენობის ასაშენებლად ჩეხავენ მრავალწლიან ხეებს”.

კიკვიძის ბაღში, თბილისის მერიის ინფორმაციით, პოლიციის შენობა შენდება, რის გამოც შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვა გუშინ დილით დაიწყო.

მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ მუშებისგან ხეების მოჭრის ნებართვა მოითხოვა, ბაღის გაჩეხვა შეჩერდა. მოსახლეობამ ღამით ბაღთან მორიგეობა გადაწყვიტა იმისათვის, რომ ხეების ჭრა არ გაგრძელებულიყო.

ბაღის გაჩეხვამდე ჩუღურეთის მოსახლეობამ რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყო, დღეს კი აქციას მოქალაქეები თბილისის სხვა უბნებიდანაც შეუერთდებიან.

ამავე თემაზე:

კიკვიძის ბაღის ნაწილი გაიჩეხა [VIDEO]

კიკვიძის ბაღს გაჩეხვა ემუქრება

აქცია კიკვიძის ბაღში [Video]

აქცია კიკვიძის ბაღის გადასარჩენად [Video]

მასალების გადაბეჭდვის წესი