ახალი ამბები

შაშკინი აბიტურიენტებს პირდაპირ ეთერში უპასუხებს

21 თებერვალი, 2012 • 1058
შაშკინი აბიტურიენტებს პირდაპირ ეთერში უპასუხებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, მოსწავლეებისა და აბიტურიენტების შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპარუხებს. ამის შესახებ ინფორმაცია მინისტრის ოფიციალურ facebook გვერდზეა მოცემული.

დიმიტრი შაშკინი შეკითხვებს  facebook-ის გვერდზე USTREAM LIVE-ის მეშვეობით უპასუხებს.

სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეკითხვების დატოვება კომენტარის სახით წინასწარაც შეუძლიათ.

“დასვით კითხვები და დაელოდეთ პასუხებს პირდაპირ ეთერში, არც ერთი თქვენი შეკითხვა არ დარჩება უპასუხოდ”, – ნათქვამია განცხადებაში.

მინისტრისთვის პირდაპირი ეთერის მეშვეობით კითხვების დასმა 27 თებერვალს, 20:00სთ–ზე იქნება შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი