ახალი ამბები

საქართველოში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

12 ივლისი, 2016 • 1500
საქართველოში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თბილისიდან 53 კილომეტრში, ქალაქ დმანისთან ახლოს 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი  სოფელი სოღუთლოა.

დმანისის მუნიციპალიტეტში ჯერ არ ფლობენ ინფორმაციას, მიადგა თუ არა სოფელს რაიმე სახის ზიანი. როგორც მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცხადებენ, სოფლიდან შეტყობინება არ მიუღიათ და ადგილზე ვითარებას თავად გაეცნობიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი