ახალი ამბები

გაეროს ინსპექტორები ირანს ეწვივნენ

20 თებერვალი, 2012 • 1011
გაეროს ინსპექტორები ირანს ეწვივნენ

გაეროს ინსპექტორები  ბირთვულ პროგრამაზე სასაუბროდ ბოლო თვის განმავლობაში ირანში  მეორედ ჩავიდნენ.  უფროსი ინსპექტორის, ჰერმან ნაკერტსის განცხადებით, მისი გუნდის მთავარი პრიორიტეტი ირანის ბირთვული პროგრამის შესაძლო სამხედრო ზომების განსაზღვრაა.  ნაკერსტის განცხადებით, თეირანში კარგი და კონსტრუქციული დღეების მოლოდინი აქვს:

“ჩვენთვის მნიშვნენელოვანია კონკრეტული შედეგები, თუმცა  მთავარი პრიორიტეტი ირანის ბირთვული პროგრამის შესაძლო  სამხედრო ზომების განსაზღვრაა,  ეს ძალიან კომპლექსური საკითხია და შესაძლოა დრო დასჭირდეს,  მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საუბარი კონსტრუქციული იქნება”

ირანი ირწმუნება, რომ ურანით გამდიდრების სამუშაოებს მშვიდობიანი მიზანი აქვს და სამუშაოები ელექტროენერგიის გენერირებას უკავშირდება, მაგრამ დასავლეთის ქვეყნები ფიქრობენ, რომ ურანით გამდიდრება ბირთვული იარაღის შესაქმნელად ტარდება. მოვლენების ირგვლივ დაძაბულოვბა კი ისრაელის მიერ ირანზე სამხედრო ოპერაციების ჩატარების ვარაუდმა გაზარდა.

გასულ კვირას ირანის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო  ცერემონიაში, სადაც ირანის ბირთვული პროგრამის ბოლო მიღწევებზე ისაუბრა. სახელმნწიფო ტელევიზიებმა აჩვენეს, თუ როგორ ათვალიერებს პრეზიდენტი საწვავის წნელების რეაქტორში ჩატვირთვას.

გასული წლის ნოემბერში ატომური ენერგიის საერთაშორის სააგენტომ განაცხადა, რომ მათ აქვთ ინფორმაცია ირანის მიერ ჩატარებული ცდის შესახებ, რომელიც ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის განვითარებას უკავშირდება.

სწორედ ეს ინფორმაცია გახდა საბაბი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის, ირანის წინააღმდეგ სანქციები გაეტარებინათ. მათ, პირველ რიგში, ირანისთვის მომგებიან ნავთობის მრეწველობას მიაყენეს დარტყმა. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ემბარგო პირველ ივლისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ირანმა ნავთობის მიწოდება ბრიტანეთსა და საფრანგეთს უკვე შეუწყვიტა. ანალიტიკოსების შეფასებით, შურისძიების ჟესტი სიმბოლური უფროა, რადგან არც საფრანგეთი და არც ბრიტანეთი ირანიდან დიდი რაოდენობის ნავთობს არ იღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი