ახალი ამბები

2015 წელს პარლამენტში სიტყვით ყველაზე ხშირად გამომსვლელი TOP 3 დეპუტატი ქალია

11 ივლისი, 2016 • 1441
2015 წელს პარლამენტში სიტყვით ყველაზე ხშირად გამომსვლელი TOP 3 დეპუტატი ქალია

2015 წელს პარლამენტში სიტყვით ყველაზე ხშირად გამომსვლელი ტოპსამი დეპუტატი ქალია. შესაბამის ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიში შეიცავს, რომლის პრეზენტაცია დღეს, 11 ივლისს გაიმართა.

2015 წელს პლენარულ სხდომებზე ყველაზე ხშირად სიტყვით გამოვიდნენ (განცხადებების გაკეთება, შეკითხვების დასმა, კანონპროექტებთან და სხვა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებების გამოთქმა) შემდეგი დეპუტატები:
უმრავლესობიდან: 1. ეკა ბესელია 113; 2. ზურაბ ტყემალაძე 93; 3. გიორგი ვოლსკი– 91; 4. ზაქარია ქუცნაშვილი – 86; 5. გიორგი კახიანი 80.

უმცირესობიდან: 
1. ხათუნა გოგორიშვილი – 112; 2. ჩიორა თაქთაქიშვილი 112; 3. სერგო რატიანი – 85; 4. აკაკი მინაშვილი – 71; 5. დავით დარჩიაშვილი 66.
პარლამენტის წევრთა პლენარულ სხდომებზე სიტყვით გამოსვლის რაოდენობა
პარლამენტის წევრთა პლენარულ სხდომებზე სიტყვით გამოსვლის რაოდენობა

მასალების გადაბეჭდვის წესი