ახალი ამბები

გია ჟოჟოლიანი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას “ქართულ ოცნებასთან” ერთად მიიღებს

11 ივლისი, 2016 • 1147
გია ჟოჟოლიანი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას “ქართულ ოცნებასთან” ერთად მიიღებს

პარტიის “სოციალ-დემორკატები საქართველოს განვითარებისთვის” ლიდერი, გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას “ქართულ ოცნებასთან” ერთად მიიღებს – ამის შესახებ ნეტგაზეთს გია ჟოჟოლიანმა განუცხადა.

“ჩვენი პარტიის წარმომადგნლები, მათ შორის, მეც პარტიის წარმომდგენელი ვარ, ქართულ ოცნებასთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას,”- ამბობს გია ჟორჟოლიანი.

კითხვაზე, თუ ვინ იქნება ქართული ოცნების სიაში მის გარდა, ან კიდევ რამდენი ადამიანი იქნება “ქართული ოცნების” სიაში “სოციალ-დემოკრატებიდან”, ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ამაზე ჯერ კიდევ მსჯელობენ:

“ეს კვოტებით კი არ არის, ვარჩევთ კანდიდატებს ვითარებისა და საპარლამენტო მუშაობის, ასე ვთქვთ, ინტერესებიდან გამომდინარე,”- განუცხადა ნეტგაზეთს გია ჟორჟოლიანმა.

2012 წლის არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა. 2014 წელს კოალიცია დატოვეს თავისუფალმა დემოკრატებმა.

2016 წლის 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ პარტია “ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებდა მონაწილეობას, ერთი დღით ადრე კი არჩევნებში მონაწილეობის დამოუკიდებლად მიღებასთან დაკავშრებით განცხადება გააკეთა “რესპუბლიკურმა პარტიამ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი