ახალი ამბები

პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონია

11 ივლისი, 2016 • 1637
პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონია

2016 წლის ევროპის საფეხურთო ჩემპიონატის გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრები გახდა. პორტუგალიელებმა ფინალურ დაპირისპირებაში საფრანგეთის ნაკრები ანგარიშით 1-0 დაამარცხეს. გამარჯვების გოლი 109-ე წუთზე ედერმა გაიტანა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 0-0 დამთავრდა. დამატებით დროში გადასული თამაში კი საბოლოოდ, კაპიტნის გარეშე დარჩენილი პორტუგალიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. კრიშტიანუ რონალდუმ თამაში დასაწყის მიღებული ტრავმის გამო მოედანი დატოვა.

ფოტო: EPA/ETIENNE LAURENT

ფოტო: EPA/ETIENNE LAURENT

მასალების გადაბეჭდვის წესი