ახალი ამბები

ვარშავის სამიტის კომუნიკე: NATO შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე ზრუნვას გააძლიერებს

9 ივლისი, 2016 • 1677
ვარშავის სამიტის კომუნიკე: NATO შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე ზრუნვას გააძლიერებს

NATO-ს ვარშავის სამიტის კონუმიკეში საუბარია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით ალიანსის მიერ აქცენტის გაზრდაზე.

როგორც კომუნიკეში ვკითხულობთ, უკანასკნელ წლებში შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია გაუარესდა. შავ ზღვაზე უსაფრთხოების კონტექსტში მოხსენიებულია საქართველოც:

“ჩვენ გავაგრძელებ მხარი დავუჭიროთ, საჭიროების შემთხვევაში, შავი ზღვის აუზის ქვეყნების მცდელობებს, უზრუნველყონ უსაფრთხოება და სტაბილურობა. ამ კუთხით, ჩვენ ასევე გავაძლიერებთ დიალოგსა და თანამშრომლობას საქართველოსთან და უკრაინასთან,”- ვკითხულობთ დოკუმენტში.

კომუნიკეში ასევე საუბრაი საქართველოს თავდაცვისუნარიანობს გასაზრდელად გადასადგმელ ნაბიჯებზე:

“ჩვენ მივესალმებით NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულებაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების 30-ზე მეტი ექსპერტი მხარს უჭერს საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში. საქართველო რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს გამოყოფს. ფუნქციონირებს  ერთობლივი წრთვინისა და შეფასების ცენტრი, რომელიც ხელს უწყიბს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და შესაბამისად, დაეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადებაში. ჩვენ შევთანხმდით დამატებით პრაქტიკულ გზებზე, რათა გავაძლიეროთ მცდელობები საქართველოს კრიზისის მენეჯმენტის შესაძლებლობების მხარდაჭერის, ასევე წრთვნისა და ტრენინგების, ასევე სტრატეგიული კომინიკაციის გაძლიერების ჩათვლით. ალიანსის წევრები მხარს დაუჭერენ საქართველოს საჰაერო თავდაცვისა და საჰაერო დაზვერვის განვითარებას. ჩვენ ასევე გავაღრმავებთ ფოკუსს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით,”- წერია კომუნიკეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი