ახალი ამბები

თინა ხიდაშელის განმარტებები ვარშავის სამიტის შედეგებზე [ვიდეო]

8 ივლისი, 2016 • 1350
თინა ხიდაშელის განმარტებები ვარშავის სამიტის შედეგებზე [ვიდეო]

თავდაცვის მინსიტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ნატოს სისტემასთან სრულად ინტეგრირებული იქნება. ამის შესახებ მან “იმედის” ეთერში ისაუბრა:

“ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვმართავდით შეხვედრებს.  საუბრის თემა, ჩემს შემთხვევაში, იყო უკვე პოსტვარშავული პერიოდი. ვარშავა ფაქტიურად დასრულებული გვაქვს. ყველა აქ შეკრებილი ადამიანის ფიქრობს და გეგმებს აწყობს იმაზე, თუ როგორ უნდა აისახოს ვარშავის სამიტის პოლიტიკური გადაწყვეტილებები რეალურ ცხოვრებაში,”- აცხადებს მინისტრი.

ხიდაშელის თქმით, საქართველოს სახელმწიფო წევრის სამოქმედო გეგმას მანამ არ მოითხოვს, სანამ არ ეცოდინება, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე კონსესუსი არსებობს:

“ჩვენ ნატომ გვითხრა, რომ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი და ყველა საშუალება ნატოში გაწევრიანების გზაზე. მაპი მოიგონეს გაწევრიანების გზაზე მდგომი ქვეყნების მოსამზადებლად, ჩვენ ეს გზა გავლილი გვაქვს. მაპიდან წევრობამდე ქვეყნები მრავალწლიან გზას გადიოდნენ. საქართველოს შემთხვევაში ეს არ მოხდება. როცა მაპს მისცემენ საქართველოს, ეს იქნება რამდენიმეთვიანი პროცესის ნაწილი, მაპის მიღებიდან წევრობის მოწვევის გაგზავნამდე, გაწევრიანებამდე და შემდეგ ნაციონალურ პარლამენტებში რატიფიკაციამდე,”- განაცხადა ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტში საქართველო ჩართული იქნება.

შეგახსენებთ, რომ დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება ნატოს სამიტი ვარშავაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი