ახალი ამბები

ვარშავაში ნატოს სამიტი გაიხსნა

8 ივლისი, 2016 • 1214
ვარშავაში ნატოს სამიტი გაიხსნა

ვარშავაში ნატოს სამიტი გაიხსნა. გახსნაზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წევრი ქვეყნების პრეზიდენტებსა და უმაღლეს სახელწმიფო პირებს სიტყვით მიმართა. სიტყვით გამოვიდა ასევე მასპინძელი ქვეყნის, პოლონეთის პრეზიდენტი ანდრეს დუდა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს 58 ოფიციალური დელეგაცია ესწრება. მათ შორის არის ნატოს 28 მოკავშირე და მონტენეგრო, რომელიც ვარშავის სამიტზე ოფიციალურად გახდება ალიანსის წევრი. საქართველო 26 პარტნიორ ქვეყანას შორის არის წარმოდგენილი.

დღევე, თბილისის დროით, 19:00 საათზე, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.

სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იენს სტოლტენბერგს უკვე შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრისას საქართველო-ნატოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხები განიხილეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი